Friday, January 4, 2019

„პირველი სიყვარული“

ჩემი თარგმანი:
ნამდვილად მხოლოდ ერთადერთხელ გვიყვარს: პირველად; ყველა შემდგომი სიყვარული ნაკლებად თავისთავადია.

"ჭეშმარიტად მხოლოდ პირველად გვიყვარს. მომდევნო სიყვარული ნაკლებ უშუალოა.“

L’on n’aime bien qu’une seule fois : c’est la première ; les amours qui suivent sont moins involontaires.

We never love with all our heart and all our soul but once, and that is the first time-we love. Subsequent inclinations are less instinctive.


რა შეგვიძლია ვთქვათ თარგმანზე. ფრანგული involontaire ჩემი აზრით ჯობია ითარგმნოს, როგორც "თავითავადი" და არა როგორც „უშუალო“. რადგანაც, ფრაზაში იგულისხმება, რომ პირველი სიყვარული თავისთავად ხდება, ჩვენი ნების გარეშე. ბუნებრივად. ძალუმად. „უშუალო“ ამას არ გამოხატავს.

რაც შეეხება თვითონ ფრაზას. ასეთი იოლია მივხვდეთ, როდის გვიყვარს პირველად? აგრეთვე, ნამდვილი სიყვარული როგორ უნდა მივხვდეთ? რაც უფრო მეტ ტკივილს მოგვაყენებს სიყვარული? რაც უფრო განვიცდით? კი მაგრამ თუ წინა სიყვარულების გამო გულგატეხილი და სათუთი გამხდარა ადამიანი, მაშინ „საშუალო“ სიყვარულმაც კი შეიძლება ძირს დაანარცხოს. როგორც გადაღლილი სპორტსმენი შეიძლება დამარცხდეს შედარებით სუსტ მეტოქესთან. ხოდა, ჯერ ერთი რთულია მივხვდეთ, როდის გვიყვარს ნამდვილად, აგრეთვე, როდის გვიყვარს პირველად. ისე პრუსტი იძახის, რომ დანარჩენი სიყვარული პირველი სიყვარულის გამეორებააო. მამარდაშვილი იძახოდა, პრუსტის რომანში დედის სიყვარული, რითაც იწყება ბავშვი მარსელის შესახებ თხრობა პირველ ტომში, არის ის სიყვარულის სახე, რაზეც ყველა დანარჩენ სიყვარულს აგებს რომანის პერსონაჟიო.

თუმცა, დიახ, რაღაც მხრივ, ჩვენ ვხვდებით ხოლმე როდის გვიყვარდა ნამდვილად. რომ მხოლოდ ტკივილით ვერ მივხვდებით, რომ შეიძლება, ჰოი საოცრებავ, ახლა უცნაური რამ უნდა ვთქვა ძალიან, საერთოდ არ გეტკინოს. შეიძლება, დიდი კატაკლიზმები გამოიწვიოს ქალმა, რომელიც არც გვიყვარს.

No comments:

Post a Comment