Saturday, January 5, 2019

უშნო ქალი

„უშნო ქალს თუ ვინმე შეიყვარებს, უთუოდ თავდავიწყებით და მგზნებარედ. რადგან ეს გრძნობა მიანიშნებს კაცის უცნაურ ახირებაზე, ანდა ქალის იდუმალებით მოცულ, უსაზღვრო ხიბლზე, რაიც სილამაზეზე უფრო ძლიერია.“

Si une laide se fait aimer, ce ne peut être qu’éperdument ; car il faut que ce soit ou par une étrange faiblesse de son amant, ou par de plus secrets et de plus invincibles charmes que ceux de la beauté.

When a plain-looking woman is loved, it is certain to be very passionately; for either her influence on her lover is irresistible, or she has some secret and more irresistible charms than those of beauty.

აი, ერთ-ერთი ის ფრაზა, რომელიც ადრეც ძალიან მომწონდა და ახლაც. მასში ჭეშმარიტებას ვხედავდი, ახლა უფრო მეტად ვხედავ. სტანდარტული სილამაზე ყოველთვის მალე ცვთება, ახლოდან თუ დააკვირდები - უმალვე. ის ვულგარული და აუტანელიც შეიძლება მოგეჩვენოს. ვინც გარეგნულ სილამაზეზე ამახვილებს ყურადღებას (მე ამაში ვგულისხმობ უფრო ისეთ სილამაზეს, რომელშიც ზედაპირულია, თორემ გარეგნულ სილამაზეშიც იდუმალი, ფაქიზი, დახვეწილი და შინაარსიანი ურთიერთმიმართება შეიძლება არსებობდეს სახის ნაკვთებს შორის, თვითონ სხეულში, სიარულში, მოძრაობაში, დგომაში), როდი ფიქრობს იმას, რომ რაც არ უნდა ლამაზ გარემოში ვცხოვრობდეთ, ჩვენი ამ სილამაზით აღფრთოვანება დროთა განმავლობაში ნელდება და ზოგჯერ საერთოდ ქრება კიდეც. ქალი ყოველთვის რაღაც სულიერი გამოძახილით უნდა გვიზიდავდეს და გვიპყრობდეს.

No comments:

Post a Comment