Wednesday, January 16, 2019

A couple of light years ago

ახლა გეტყვით, რამ შემძრა ამ სიმღერაში, არა სიყვარულმა (მე არც ვიცი მათი ამბავი, როგორც ასეთი) არამედ უფრო სხვა რამემ. თვითონ ტექსტი გენიალურია, უბადლო და უებრო.

ახლა ორივე თითქმის მოხუცია, როგორც სხვა მოხუცები, გრძნობები გაცვეთილია (რომც არ იყოს, იგივე ეფექტი იქნებოდა, მაინც ამ სიტყვებს დავწერდი, ფაქტი გრძნობებისგან შორს არის). ორივე მოხუცია, ეს სიყვარული კი, ეს თავგადასავალი, უშორესია. შორს, სხვა სამყაროში, a couple of light years ago.

მარსელ პრუსტი კომბრეს მეორე ნაწილში ამბობს, რომ დაუბრუნდეს კომრეს სანახებს, გადაკვეთოს მისი ქუჩები, ისევ რომ შეძლოს იქ სეირნობა, სასწაულებრივ და ზებუნებრივ მიღმიერ სამყაროსთან კონტაქტი  იქნებოდა, იმაზე უფრო სასწაული ვიდრე ზღაპრებისა და მითების სამყაროსთან შეხვედრა.
 il me semble que pouvoir encore traverser la rue Saint-Hilaire, pouvoir louer une chambre rue de l’Oiseau — à la vieille hôtellerie de l’Oiseau Flesché, des soupiraux de laquelle montait une odeur de cuisine que s’élève encore par moments en moi aussi intermittente et aussi chaude — serait une entrée en contact avec l’Au-delà plus merveilleusement surnaturelle que de faire la connaissance de Golo et de causer avec Geneviève de Brabant.


თან ეს სურათები, რომელებიც ჩვენს არსს ვერ მოიხელთებენ, მაგრამ რომ იცი, რომ აი, ეს ასეთი იყო დაახლოებით, აი, მაშინ, ამ სურათებს უკან არსი იდგა. ის არსი, რომელიც თავად, ვისშიც ეს არსი იდგა, იმისთვისაც შორეულია. ეს თემატიკა მთლად პრუსტია.

A couple of light years ago
...
Where are you calling from?
...
Now you're telling me you're not nostalgic
Then give me another word for it
You who are so good with words

Saturday, January 5, 2019

უშნო ქალი

„უშნო ქალს თუ ვინმე შეიყვარებს, უთუოდ თავდავიწყებით და მგზნებარედ. რადგან ეს გრძნობა მიანიშნებს კაცის უცნაურ ახირებაზე, ანდა ქალის იდუმალებით მოცულ, უსაზღვრო ხიბლზე, რაიც სილამაზეზე უფრო ძლიერია.“

Si une laide se fait aimer, ce ne peut être qu’éperdument ; car il faut que ce soit ou par une étrange faiblesse de son amant, ou par de plus secrets et de plus invincibles charmes que ceux de la beauté.

When a plain-looking woman is loved, it is certain to be very passionately; for either her influence on her lover is irresistible, or she has some secret and more irresistible charms than those of beauty.

აი, ერთ-ერთი ის ფრაზა, რომელიც ადრეც ძალიან მომწონდა და ახლაც. მასში ჭეშმარიტებას ვხედავდი, ახლა უფრო მეტად ვხედავ. სტანდარტული სილამაზე ყოველთვის მალე ცვთება, ახლოდან თუ დააკვირდები - უმალვე. ის ვულგარული და აუტანელიც შეიძლება მოგეჩვენოს. ვინც გარეგნულ სილამაზეზე ამახვილებს ყურადღებას (მე ამაში ვგულისხმობ უფრო ისეთ სილამაზეს, რომელშიც ზედაპირულია, თორემ გარეგნულ სილამაზეშიც იდუმალი, ფაქიზი, დახვეწილი და შინაარსიანი ურთიერთმიმართება შეიძლება არსებობდეს სახის ნაკვთებს შორის, თვითონ სხეულში, სიარულში, მოძრაობაში, დგომაში), როდი ფიქრობს იმას, რომ რაც არ უნდა ლამაზ გარემოში ვცხოვრობდეთ, ჩვენი ამ სილამაზით აღფრთოვანება დროთა განმავლობაში ნელდება და ზოგჯერ საერთოდ ქრება კიდეც. ქალი ყოველთვის რაღაც სულიერი გამოძახილით უნდა გვიზიდავდეს და გვიპყრობდეს.

სიყვარულის სისუსტე


ლა ბრუერი წერს:
სიყვარული სისუსტეა; ხშირად კიდევ ერთი სისუსტეა მისგან განკურნება.

C’est faiblesse que d’aimer ; c’est souvent une autre faiblesse que de guérir.

It is a weakness to love; it is sometimes another weakness to attempt the cure of it.

ქართულ თარგმანში ასეა:
„სიყვარული სისუსტეა; უფრო მეტი სისუსტეა სიყვარულისგან განკურნება.“



მიუხედავად იმისა, რომ ქართული თარგმანი შორს არ არის აზრისგან, მაინც, ვფიქრობ, უნდა იყოს ისე, როგორც მე ვთარგმნე. ამის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ ინგლისურადაც ასეა და აგრეთვე, ისიც, რომ, როგორც უკვე ვიხილეთ, ლა ბრუერის თარგმანი ქართულად უფრო „გალამაზებულია.“ ვთარგმნოთ „უფრო მეტი სისუსტეა" იქნებოდა ერთ-ერთი ასეთი გალამაზება, თანაც გვერდზე გვრჩებოდა „ხშირად“.

Friday, January 4, 2019

საინტერესო ფრაზა

საინტერესო ფრაზა, რომელიც მე ყოველთვის სხვაგვარად მესმოდა ქართული თარგმანის გამო.

ვნახოთ ეს ფრაზა ფრანგულად:
Etre avec des gens qu’on aime, cela suffit ; rêver, leur parler, ne leur parler point, penser à eux, penser à des choses plus indifférentes, mais auprès d’eux, tout est égal.

როგორც ვხედავთ ფრანგულში არის სიტყვები „საყვარელი ადამიანები“ (იყო საყვარელი ადამიანების გვერდით).
ქართულად თარგმნილია ასე:

„ბედნიერებისათვის ისიც კმარა, იმყოფებოდე საყვარელ არსებასთან, ოცნებობდე, ესაუბრებოდე მას, კრინტსაც არ ძრავდე, ფიქრობდე მასზე, ფიქრობდე რაღაც-რაღაცაზე; ოღონდ იყო მის გვერდით და სხვა არაფერი გინდა.“

ვნახოთ ინგლისურიც:
To be in the company of those whom we love satisfies us; it does not signify whether we dream of them, speak or not speak to them, think of them or think of indifferent things, as long as we are near them.

როდესაც ქართულ თარგმანს კითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება კითხულობ ადამიანზე, რომელიც ერთადერთ ადამიანზე, რომელიც გვიყვარს. აქ ნათლად არის მრავლობითი რიცხვი. თუნდაც მათში მეგობრები არ იგულისხმებოდეს, და იგულისხმებოდეს ადამიანები რომლებიც ერთდროულად უყვარს, შინაარსი იცვლება ორივე შემთხვევაში.

„პირველი სიყვარული“

ჩემი თარგმანი:
ნამდვილად მხოლოდ ერთადერთხელ გვიყვარს: პირველად; ყველა შემდგომი სიყვარული ნაკლებად თავისთავადია.

"ჭეშმარიტად მხოლოდ პირველად გვიყვარს. მომდევნო სიყვარული ნაკლებ უშუალოა.“

L’on n’aime bien qu’une seule fois : c’est la première ; les amours qui suivent sont moins involontaires.

We never love with all our heart and all our soul but once, and that is the first time-we love. Subsequent inclinations are less instinctive.


რა შეგვიძლია ვთქვათ თარგმანზე. ფრანგული involontaire ჩემი აზრით ჯობია ითარგმნოს, როგორც "თავითავადი" და არა როგორც „უშუალო“. რადგანაც, ფრაზაში იგულისხმება, რომ პირველი სიყვარული თავისთავად ხდება, ჩვენი ნების გარეშე. ბუნებრივად. ძალუმად. „უშუალო“ ამას არ გამოხატავს.

რაც შეეხება თვითონ ფრაზას. ასეთი იოლია მივხვდეთ, როდის გვიყვარს პირველად? აგრეთვე, ნამდვილი სიყვარული როგორ უნდა მივხვდეთ? რაც უფრო მეტ ტკივილს მოგვაყენებს სიყვარული? რაც უფრო განვიცდით? კი მაგრამ თუ წინა სიყვარულების გამო გულგატეხილი და სათუთი გამხდარა ადამიანი, მაშინ „საშუალო“ სიყვარულმაც კი შეიძლება ძირს დაანარცხოს. როგორც გადაღლილი სპორტსმენი შეიძლება დამარცხდეს შედარებით სუსტ მეტოქესთან. ხოდა, ჯერ ერთი რთულია მივხვდეთ, როდის გვიყვარს ნამდვილად, აგრეთვე, როდის გვიყვარს პირველად. ისე პრუსტი იძახის, რომ დანარჩენი სიყვარული პირველი სიყვარულის გამეორებააო. მამარდაშვილი იძახოდა, პრუსტის რომანში დედის სიყვარული, რითაც იწყება ბავშვი მარსელის შესახებ თხრობა პირველ ტომში, არის ის სიყვარულის სახე, რაზეც ყველა დანარჩენ სიყვარულს აგებს რომანის პერსონაჟიო.

თუმცა, დიახ, რაღაც მხრივ, ჩვენ ვხვდებით ხოლმე როდის გვიყვარდა ნამდვილად. რომ მხოლოდ ტკივილით ვერ მივხვდებით, რომ შეიძლება, ჰოი საოცრებავ, ახლა უცნაური რამ უნდა ვთქვა ძალიან, საერთოდ არ გეტკინოს. შეიძლება, დიდი კატაკლიზმები გამოიწვიოს ქალმა, რომელიც არც გვიყვარს.