L'art de peindre n'est que l'art d'exprimer l'invisible par le visible.
„მხატვრობის ხელოვნება, არსებითად, უხილავის ხილულის მეშვეობით გამოხატვის ხელოვნებაა.“
წერს ეჟენ ფრომანტენი. ამ კაცის წიგნი, სხვათა შორის მარსელს და მის მეგობარს, ფენელონს, რომელიც სენ-ლუს პროტოტიპია, თან ჰქონდათ კიდევ ერთ სხვა წიგნთან ერთად, როდესაც ჰოლანდიაში იმოგზაურეს. მესიე ეჟენი ქართულად ნათარგმნია.
ვიცი ხვალევე მიაწყდებით ბიბლიოთეკებს, ოღონდ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, აი, მუხლებზე დაგიჩოქებთ, ერთბაშად ნუ მივაწყდებით, ეგება, როგორმე ჭყლეტა ავიცილოთ თავიდან. ქალები, ბავშვები და მოხუცები პირველნი შევატაროთ. დისტანცია დავიცვათ. მინერალური წყლები მოვიმარაგოთ. თუ საჭიროა, გამამხნევებელი შეძახილებით გავამხნევოთ ერთმანეთი. ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის. ჩვენ გადავრჩებით! განა ერთი და ორი ასეთი განსაცდელისთვის გაგვიძლია!
No comments:
Post a Comment