წინა ღამეს, 3 საათი იყო და ჯერ ისევ მეღვიძა, ვერაფრით ვერ დავიძინე. პირველივე წიგნი გადავშალე, რომელიც ხელში მომხვდა: ფრანგი მორალისტების ანთოლოგია. წავიკითხე ლა ბრუერის რამდენიმე შესანიშნავი და ღრმააზროვანი გვერდი. ავტორი, რომელიც ასეთ ღამეულ საათს უძლებს, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, უმაღლესი დონეა. იგი ნაკლებ მწარეა, უფრო სწორედ, ნაკლებ სისტემატური თავის სიმწარეში, ვიდრე ლაროშფუკო. წარმოიდგინეთ რაღაც უფრო საშუალო მასსა და პასკალს შორის.
La nuit dernière, il était 3 heure du matin, j'étais encore éveillé impossible de dormir. J'ouvre le premier livre sur lequel je tombe: une anthologie des moraistes. Je lis quelques pages de La Bryuére - que je trouve remarquables et même profondes. Un auteur qui résiste à cette heure nocturne, on peut être sûr qu'il est de tout premier ordre. Il est moins amer, ou plutôt moins systématique dans son amertume que La Rochefoucauld. Qu'on imagine un intermédiare entre celui-ci et Pascal.
'Keiner, der den Schmerz des Andern, und Keiner, der die Freude des Andern versteht! Man glaubt immer, zu einander zu gehen, und man geht immer nur neben einander. O Qual für den, der dieß erkennt!''
"No one feels another's grief, no one understands another's joy. People imagine that they can reach one another. In reality they only pass each other by. Oh what torture for those who recognize this!"
არავის ესმის სხვისი ტკივილი, არავის ესმის სხვისი სიხარული! ადამიანებს ჰგონიათ, ერთმანეთისკენ მივდივართო, თუმცაღა მხოლოდ გვერდით თუ ჩაუვლიან ერთმანეთს. ო როგორი წამებაა ეს მისთვის, ვისაც თვალები აეხილა!
ყველა ჩემი ნათარგმნია, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ლაროშფუკოს ორი თარგმანი არსებობს (!) რატომღაც ორიგინალ ტექსტს ორივე შორდება. რა თქმა უნდა, ხშირად ეს კეთილხმოვნებისთვის და ეფექტურობისთვისაა, მაგრამ უმჯობესია ტექსტთან ახლოს დავრჩეთ.
49. ადამიანი არასოდეს არის ისე ბედნიერი ან ისე უბედური, როგორც თვითონ წარმოუდგენია (On n’est jamais si heureux ni si malheureux qu’on s’imagine).
70. თუ არსებობს წმინდა და ჩვენი სხვა ვნებებისგან შეუმღვრეველი სიყვარული, ეს არის ის, რომელიც ჩვენი გულის სიღრმეშია დამალული, და რომლის შესახებ ჩვენც კი არ ვიცით (S’il y a un amour pur et exempt du mélange de nos autres passions, c’est celui qui est caché au fond du cœur, et que nous ignorons nous-mêmes).
75. სიყვარულს, ისევე როგორც ცეცხლს, მხოლოდ დაუცხრომელი მოძრაობით თუ შეუძლია არსებობდეს; როგორც კი ქრება იმედი და შიში, ქრება ისიც. L’amour aussi bien que le feu ne peut subsister sans un mouvement continuel ; et il cesse de vivre dès qu’il cesse d’espérer ou de craindre.
135. ზოგჯერ საკუთარი თავისგან ისე განვსხვავდებით, როგორც სხვებისგან. On est quelquefois aussi différent de soi-même que des autres.
We are such stuff as dreams are made on, and our little life is rounded with a sleep.
Shakespeare
პასკალი ამბობს 302-ე ფრაზაში (ქართული თარგმანის), რომ სიცხადე იმით განსხვავდება სიზმრისგან რომ "უფრო მყარია და უფრო უცვლელი, თუმცა არა სრულიად უცვლელი: ისიც იცვლება, მხოლოდ უფრო ნელა, ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა: მე ვგულისხმობ მოგზაურობას. და მაშინ ჩვენ ვამბობთ: "ასე მგონია, სიზმარში ვარო", რადგანაც სიცოცხლე სიზმარია, მხოლოდ უფრო მკაფიო და უფრო უწყვეტი."
345-ში კი ამბობს, "ვინ იცის, იქნებ ჩვენი სიცოცხლის მეორე ნახევარი, რომლის განმავლობაშიც, ჩვენის აზრით ვფხიზლობთ, თავის მხრივ, სხვა არა არის რა, თუ არა მეორე სიზმარი, ოდნავ განსხვავებული პირველისგან? ..."
რა შეიძლება ითქვას ამაზე? მინიმუმ ის, რომ სიზმარში არის ის, რაც რეალობისთვის არის დამახასიათებელი და რეალობაში ის, რაც სიზმარს მოგვაგონებს, რაც "ვით სიზმარია". თუნდაც თქვენს განვლილ დღეებს გადახედეთ, უფრო კი მათ ვინც გიყვარდათ, ვინც თქვენთან იყო, თქვენს მოგზაურობებს, თქვენს ბავშვობას და ა.შ. და შემდეგ, უფრო ცხადი გახდება რაზე წერდნენ ესენი.
ხოლო რადგანაც ამ სიმღერას ვუსმენდი, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სხვა Dreaming-ზე არის, მოვუსმინოთ. საინტერესოა, რომ მისმა ავტორმა (მარცხნიდან მესამე) მელოდია სიზმარში ნახა. მითხარით, ეს ახალგაზრდები, ახლა მოხუცებულნი, ან იქნებ აღარც არიან ცოცხალნი, ეს მელოდია, ნუთუ არ გვახსენებს იმას, რასაც პოეტები, ფილოსოფოსები წერდნენ?
სიზმარი, ძილი, რეალობა, გაღვიძება, ეს პრუსტის თემებია.
"რადგანაც მივხვდი, რომ კვდომა ეს არ იყო რაიმე ახალი, რომ პირიქით, ბავშვობიდან მოყოლებული მე უკვე ბევრჯერ მოვკვდი. თუ შედარებით ახლანდელ პერიოდს ავიღებთ, განა საკუთარ სიცოცხლეზე მეტად არ ვებღაუჭებოდი ალბერტინას? შემეძლო მაშინ საკუთარი პიროვნება წარმომედგინა მასში განგრძობილი მისდამი ჩემი სიყვარულის გარეშე? თუმცა, ახლა უკვე აღარ მიყვარდა იგი, მე აღარ ვიყავი ის არსება, რომელსაც უყვარდა, არამედ სხვა, ვისაც აღარ უყვარდა, მე შევწყვიტე მისი სიყვარული მაშინ, როცა სხვა ადამიანი გავხდი. თუმცაღა მე არ მიტანჯია იმის გამო რომ სხვა გავხდი, რომ ალბერტინა აღარ მიყვარდა; და ნამდვილად, ის რომ ერთ დღესაც ჩემი სხეული არ მექნება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მომჩვენებოდა რაიმე ისეთივე სამწუხაროდ, როგორც ერთ დროს მეჩვენებოდა ის, რომ ალბერტინა აღარ მეყვარებოდა. და მაინც, როგორ სულ ერთი იყო ახლა ჩემთვის ეს ფაქტი!"