Wednesday, January 1, 2020

Feliz Navidad!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!
საუკეთესოს გისურვებთ მთელი გულით!
ბედნიერი ახალი წელი თქვენ და თქვენს ოჯახებს! სრულიად კაცობრიობას!

José Feliciano-ს ამ სიმღერის ფონზე მოგილოცავთ.



ახალი წელი შესანიშნავი გამოგონებაა. შესაძლოა, ასეთივე შესანიშნავივე გამოგონებით, პოეტი გვეუბნება, რომ წლები ერთმანეთისგან არ არიან დაშორებულნი, რომ დღეები უწყვეტად მისდევენ ერთმანეთს. ცხოვრება რაღაც ერთიანობაა, განუყოფელი.

ხელოვნება ისეთივე ჩარევაა დღეების უწყვეტ მდინარებაში, როგორც ახალი წელი. ახალი წელი, ეს ხელოვნებაა. ეს ჩვენზეა, როგორ გადავწყვეტთ, როგორ შევხვდებით, როგორ აღვნიშნავთ. ახალი წლით წინა წელს ვიაზრებთ და მომავალი წელს „ვეგებებით“, სამომავლწლეოდ „ვეწყობით“, ახლანდელობას კონტრასტულობას, სიმკვეთრეს, სიცხადეს ვანიჭებთ.

გავიხსენოთ რას ამბობს:

დავბრუნდი სახლში. პირველი იანვარი მოხუცთა მსგავსად გავატარე, რომლებიც ამ დღეს ახალგაზრდისგან განსხვავდებიან არა იმით, რომ საჩუქრებს აღარ ჩუქნიან, არამედ იმით, რომ აღარ სჯერათ ახალი წლის. საჩუქრები მივიღე, მაგრამ არა ის ერთადერთი, რომელიც სიხარულს მომიტანდა: წერილი ჟილბერტასგან. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ მაინც ახალგაზრდა ვიყავი, რადგანაც შევძელი, მისთვის მიმწერა,

Je revins à la maison. Je venais de vivre le 1er janvier des hommes vieux qui diffèrent ce jour-là des jeunes, non parce qu’on ne leur donne plus d’étrennes, mais parce qu’ils ne croient plus au nouvel an. Des étrennes j’en avais reçu, mais non pas les seules qui m’eussent fait plaisir, et qui eussent été un mot de Gilberte. J’étais pourtant jeune encore tout de même puisque j’avais pu lui en écrire un

აქ, გულდაწყვეტილი მარსელისგან განსხვავებით, მე მჯერა ახალი წლის, გილოცავთ კიდევ ერთხელ, ბედნიერ წელს გისურვებთ, მეგობრებო!



No comments:

Post a Comment