Saturday, March 2, 2019

ლა ბრუიერი "მწიგნობარზე"

ლა ბრუიერის ამ სიტყვებმა ემილ ჩორანი გამახსენა. 
„მწიგნობარი კაცი... ვერ გახდება და არც უნდა გახდეს მნიშვნელოვანი პიროვნება.“
შეიძლება ეს ასეც უნდა იყოს, დიდი ხელოვანები, ისევე როგორც დიდი მეცნიერები, მითუმეტეს თავიანთ ეპოქაში "მნიშვნელოვანი ხალხი" არ არიან. მოდით, ვნახოთ ზუსტად რას ამბობს ლა ბრუიერი:
 L’homme de lettres ... ne peut être important, et il ne le veut point être.

როგორც ვხედავთ, ქართულ თარგმანში დამაბნევლადაა. ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს მწიგნობარი არ უნდა გახდეს (კარგი არ იქნება თუ გახდება) მნიშვნელოვანი პიროვნება. თუმცა, ლა ბრუიერი ამბობს, სიტყვასიტყვით: "მას არ უნდა (არ სურს) იყოს მნიშვნელოვანი (პიროვნება)".

ინგლისურად ეს ასეა: A man of letters ... is not a man of importance, and does not wish to be one.

No comments:

Post a Comment