პრუსტის რომანზე კიდევ ერთხელ. წინადადებები ზოგან მეორდება, რაც აქამდე დამიწერია, მაგრამ სხვა კონტესტში, სხვა ტექსტობრივი ურთიერთმიმართებებით. სხვათა შორის, პრუსტითვის სხვადასხვა კონტექსტი, სხვადასხვა პერსპექტივა მნიშვნელოვანია და ერთგან კარგად აქვს ნახსენები, როცა საკუთარი სახლის ბაღთან სულ სხვა (გერმანტის) მხრიდან მივლენ (კომბრეში ორი მხარე იყო, სვანების მხარე და გერმანტის მხარე) და თავდაპირველად ის არე-მარეს ვერ იცნობს. ამგვარად, საგანი და მოვლენა იგივეა, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვცნობთ.
„ნამდვილი ცხოვრება,
საბოლოოდ
საბურველმოხდილი
და
ნათელმოფენილი,
შესაბამისად
ერთადერთი
ნამდვილად
ნაცხოვრები
ცხოვრება,
არის
ლიტერატურა“.
(“La vraie vie, la vie enfin découverte et éclaircie, la seule vie par
conséquent réellement vécue, c'est la littérature.“)
- სიტყვები, ლიტერატურის მოყვარულებს რომ გაამხნევებს, სწორ გზაზე
ვდგავართო
(აჰაა(!),
დროს
ტყუილად
არ
ვკარგავთო.),
ხოლო
ისინი
ლიტერატურასთან
ცოტა
მწყრალად
რომ
არიან,
ეგრევე
მოგიგებენ
(თუკი
წამოგცდა
რამე
ამდაგვარი):
"ძალიანაც
არ
უნდა
გადავარდე"
ანდა
"არც
მარტო
წიგნებიდან
გამოხედვა
ვარგა...",
მათთვის,
ვისაც
წიგნები
გამონაგონი
ჰგონია,
სხვა
სამყარო,
არა-რეალური,
თავშესაქცევი,
დარჩი
შინ
და
სონი
ფლეი
სთეი
შინ-ის მსგავსი.
მარსელ
პრუსტის
"დაკარგული
დროის
ძიებაში",
და
ნებისმიერი
ჭეშმარიტი
ლიტერატურა,
რასაც
ხელოვნება
ყოყმანის
გარეშე
შეგვიძლია
ვუწოდოთ,
შორსაა
ამისგან.
ლიტერატურა
არათუ
ცხოვრების
გარეთ
განიხილება,
არამედ
პირიქით,
მისი
აუცილებელი
ნაწილია.
იცხოვრო,
ნიშნავს,
მიიღო
ცხოვრება,
დახვდე
და
მიხვდე
ყველაფერ
იმას,
რაც
გადახდა
და
რაც
განგიცდია.
მაგრამ
ეს
არ
ნიშნავს
ცხოვრების
პასიურ
მიღებას.
ასე
ვთქვათ,
ცხოვრება
ისე
არ
დატოვო,
როგორც
ის
ზედაპირულად
(და
დროის
ერთ
სიბრტყეზე)
გეძლევა
(წინააღმდეგ
შემთხვევაში
მას
ვერ
აღმოაჩენ),
მას
წესრიგი და მნიშვნელობა უნდა მიანიჭო, ფილოსოფიურად რომ ვთქვათ,
საზრისი,
მხატვრულად
რომ
ვთქვათ,
შენივე
ხელებით
გამოაქანდაკო
ან
დახატო
სამყაროს
სურათი
და
ზედ,
თუ
გინდა,
შენი
სახელიც
მიაწერო,
აი,
როგორც
დიდი
მხატვრების
ტილოებზეა.
ჩვენს
წინაშეა
სურათი,
არა
მხოლოდ
ეპოქისა
და
საზოგადოებისა, არამედ, რაც მთავარია, პიროვნებისა, რომელმაც აქამდე
არნახული
სიზუსტითა
და
მონდომებით
აკვირდებოდა
როგორც
გარესამყაროს,
ისე
საკუთარი
სულის
მოძრაობას.
ხშირად
უმცირეს
დეტალში,
სულისა
თუ
ფიზიკური
სივრცის
კუნჭულში,
სამყარო
იმალება,
სამყარო
საუბრობს.
ხოლო
ერთი
შეხედვით
უმნიშვნელო
საგანში
ჩვენთვის
ძვირფასი
ხანა,
წუთები,
შეგრძნებები
და
არსებები
გამომწყვდეულა,
მათ
შორის
შეიძლება
ჩვენც
და
ჩვენი
ცხოვრებაც.
ყველაფერში
შეიძლება
იყოს
ჩვენი
მომლოდინე
შეგრძნებები
და
წარსული,
რომელის
გამოსახსნელადაც
ინტელექტი
არ
კმარა,
გულისყური
უნდა
დაუგდო,
შეიგძრნო
საკუთარი
სხეულით,
გაირინდო
სრულ
სიბნელეში,
ხელები
აცეცო,
ეგება
და
ჰა,
შემთხვევით,
საიდუმლო
კარს
მიაგნო,
ყური
დაუგდო,
დააგემოვნო
და
ესეც
არ
კმარა,
უნდა
ელოდო,
ეცადო,
არ
დაიზარო.
შემდგომ, „დაბრუნებულ დროში“ პრუსტი იტყვის, რომ „ისინიც კი, რომლებიც იწონებდნენ ჭეშმარიტებების ჩემეულ აღქმას,
... მილოცავდნენ
მიკროსკოპით
გაკეთებულ
აღმოჩენებს, მაშინ როცა, პირიქით, მე ვიყენებდი ტელესკოპს, რათა აღმექვა ეს საგნები, შორიდან მართლაც პატარა, მაგრამ ისინი უზარმაზარი სივრცით იყვნენ დაშორებულნი და თითოეული ცალკე სამყაროს წარმოადგენდნენ.“
დაკარგული დროის ძიებაში პერსონალური წიგნია. პერსონალური ორი მნიშვნელობით. ჯერ ერთი ავტორისთვის,
რომელმაც
საკუთარი
ცხოვრება
მოგვითხრო,
რომელიც
ლიტერატურად
აქცია.
მეორეს
მხრივ,
წიგნი
უშუალოდ
გელაპარაკება
და
რომანში
გეპატიჟება,
არა
მხოლოდ
იმიტომ
ავტორი
იქ
მკითხველისთვის
ტოვებს
ადგილს,
არამედ
იმიტომაც,
რომ
ის
რასაც
მარსელი
გრძნობს
ნებისმიერი
ჩვენგანისთვის
ნაცნობია,
რადგან
იგი
ჩვენც
განგვიცდია
ან
მინიმუმ
შეგვიგვრძვნია
პარალელურ
ასპექტში
ან
სხვაგვარ
დონეზე.
ეს
უკანასკნელნი
კი
სხვადასხვა
ადამიანისთვის
განსხვავდება.
ასევე,
პრუსტს
სჯეროდა,
რომ
ჭეშმარიტების
გადაცემა
არ
ხდება,
ის
ადამიანმა
პირადად
უნდა
იპოვოს
და
განიცადოს.
რომანი
ამ
კუთხითაც
არის
პერსონალური.
მაშ, რას ნიშნავს "ნამდვილი ... ცხოვრება
არის
ლიტერატურა?"
ლიტერატურა
არ
ნიშნავს
დაწერილ
წიგნს,
და
მაინცდამაინც
ტექსტს.
მისი
წყარო
სამყაროა,
ადამიანის
თავგადასავალი,
და
რომელიც
თვითეულის
გონებაშია.
ჩვენი
აღქმა,
ჩვენი
იმპრესიონისტულ-სუბიექტური
ადამიანური
ხედვა
და
გრძნობა,
ისეა
მოწყობილი,
გულისყურიც
რომ
არ
დაუგდო,
სიცოცხლის
შემადგენელი
მოვლენები,
საგნები
და
არსებები
ისე
აღიბეჭდება
შენში,
შენთან
დარჩება
სამუდამოდ
და
გასაღვიძებლად
არ
დასჭირდება
არაფერი
სხვა,
თუ
არა
ნაცნობ
მელოდიაზე
ამღერებული
ხმა
(თავისებური
ტონალობით
და
იმპროვიზაციით,
მაგრამ,
იგივე
სიმღერა).
ეს
„ხმა“
სად
აღარ
შეიძლება
გაისმას
და
მათ
შორის,
ეს
შეიძლება
იყოს
წიგნში.
იგი
ჩვენში
გადაიქცევა
ლიტერატურად,
მიუხედავად
იმისა,
დავწერთ
თუ
არა,
თუკი
ჩვენ
საკუთრივ
მოვძებნით
ჩვენს
"დაკარგულ
დროს".
„ნაკითხი ადამიანი ერთი ფრაზის წაკითხვითაც კი ხვდება მისი ავტორის ლიტერატურულ ღირსებას“. (“un lettré, à la simple
lecture d’une phrase, apprécie exactement la qualité littéraire de son
auteur.”) -ამბობს პრუსტი პირველ ტომში. "დაკარგული დროის ძიებაში" ის გამორჩეული
თავგადასავალია
რომელიც
წიგნის
სამყაროში
კი
არ
გამოგზაურებთ,
არამედ
საკუთარ
თავში,
არასდროს
რომ
ყოფილა
ასე
"შენი",
ბუნებაში,
რომელიც
არასდროს
ყოფილა
ასე
ცოცხალი,
ცხოვრებაში,
რომელიც
არასდროს
ყოფილა
ასე
ნამდვილი.
No comments:
Post a Comment