Tuesday, April 5, 2022

გერმანტის მხარე

გერმანტის მხარე ჩასწორებულია

პრუსტის ნახევარი თარგმნილია


ამგვარად, სულ რომ აღარ გავაგრძელო პრუსტის თარგმნა, მე უკვე მიგიყვანეთ მსოფლიოში საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებამდე. ვისაც მართლა მოეწონება ეს წიგნი, ადგება და ფრანგულს ისწავლის, რომ დედანში წაიკითხოს.


მაგრამ, სინამდვილეში, პრუსტის თარგმნას მე ვაგრძელებ (მიუხედავად იმისა, რომ მისი დასრულება და სრულყოფა შეიძლება დროში გაიწელოს), ის, ასე ვთქვათ, ცხოვრების პროექტია, არა მხოლოდ მთელს წიგნს ვთარგმნით, არამედ მისი დასრულების შემდეგაც და თანადროულადაც, თვითონ წიგნზეც წაიკითხავთ, ჩვენ შევეცდებით ჩავწვდეთ ამ წიგნის მშვენიერ ფილოსოფიას.


მომდევნო ტომს ალბათ ნახევარ წელში ვთარგმნი

მაგრამ შემდგომ ტომებს, ე.ი. პრუსტის მეორე ნახევარს, მხოლოდ მას წავაკითხებ, ვისაც წინა ტომები ექნება წაკითხული და ეცოდინება ისე, რომ შეეძლება ერთი-ორ ჩემს შეკითხვას უპასუხოს. :))) თუ არადა, დაელოდოს წიგნების გამოცემას.

No comments:

Post a Comment