Friday, February 26, 2021

ქვათა ღაღადი

 They whisper still the ancient stones

The blunted mountains weep

გამაოგნებლად ლამაზი! თან ტექსტი მუსიკასთან როგორ მიდის!


ადამიანური მარადისობის თბილი სიო ვიგრძენი.

 Et la mort avec elles a quelque chose de moins amer, de moins inglorieux, peut-être de moins probable.

და მათთან ერთად [ხელოვნების ნაწარმოებები] სიკვდილი ნაკლებად მწარეა, ნაკლებად უსახელო, და იქნებ ნაკლებად შესაძლებელიც.

(ჩვენ თუ მოვკვდებით, ჩვენთან ერთად მოკვდებიან ისინიც. და თუ გადავრჩებით, დავრჩებით მანამ(დე მაინც), სანამ კაცობრიობა იარსებებს.

კანტი იძახდა, ჩემი სიტყვებით რომ ვთქვა, რომ ადამიანური ჭურჭელი არის ერთადერთი შესაძლებლობა მშვენიერის მოვლინებისო. ჩვენს გარეშე არ არსებობს არც თავისუფლება და არც სიკეთე. და აი, უზენაესი მნიშვნელობის უმშვენიერესი შესაძლებლობა მხოლოდ ჩვენშია. მსხვრევად და მყიფე ჭურჭელში. 

პრუსტი რას ამბობდა? რომ მარადიული ინდივიდუალურში (ე.ი. წარმავალში) ისხამს ხორცს.

another of life’s laws, which is that life indeed realizes the universal and the eternal, but only through individuals.

Qu’il me soit permis de dire encore du symbolisme, dont en somme il s’agit surtout ici, qu’en prétendant négliger les « accidents de temps et d’espace » pour ne nous montrer que des vérités éternelles, il méconnaît une autre loi de la vie qui est de réaliser l’universel ou éternel, mais seulement dans des individus.


შესაძლოა ზოგიერთს მირჩა გაახსენდეს თავისი „მარადიული დაბრუნების მითით“ (Le mythe de l'éternel retour), პრუსტის იმ სიტყვებზე, როდესაც ამბობს რომ სიკვდილი შესაძლოა (იქნებ) ნაკლებად არის შესაძლებელიო. როგორ იქნება, მართლაც, თუ მარადიულში მონაწილეობ.