რომ, ალბათ, სიყვარული ჰქვია იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სამყაროში.
თავისი თანალმობით.
პრუსტი ამბობს, რომ (ისევ მხატვარზე ვსაუბრობთ), ნაწარმოები მხოლოდ გონების ძალების დაძაბვით იქმნება, გონებრივი, ინტელექტუალური ძალისხმევით.
l’effort intellectuel qui seul peut produire son œuvre
თუმცაღა, ზოგჯერ ხელოვანი (ზოგადად ადამიანი) ცხოვრობს ისეთი საგნების, სიტყვების, ქცევების სამყაროში, რომლებიც ერთი შეხედვით (ფორმ-ალურად) აკმაყოფილებენ სილამაზის, სიკეთის კრიტერიუმებს, ერთი შეხედვით უკვე გამზადებულ ხელოვნების ნაწარმს ატარებენ საკუთარ თავში (si en eux résidait déjà une bonne part de l’œuvre d’art qu’ils porteraient en quelque sorte toute faite), თითქოს მზამზარეული სიკეთეები არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ რაღაც ფორმების თაყვანცემაა (idolâtrie des formes), და არა ხელოვნება.
შენ თუ ყრუ ხარ, გინდა ბეთჰოვენის მამიდაშვილი იყავი. არა, ბეთჰოვენს შემდეგ საერთოდ აღარ ესმოდა, მაგრამ ვინ იტყვის, მუსიკა არ ესმოდაო? ასე რომ, თუ ლამაზ სიტყვებს იტყვი, ან თუნდაც კარგად მოიქცევი, გარანტირებული არ გაქ, რომ პოეტი ხარ ან კეთილი ხარ. და პირიქით, თუ ყრუ ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მუსიკისკენ გზა შენთვის დახშულია. ვინაიდან ჩვენ ვისმენთ გულისყურით.